რაც გვაქვს ბერკეტი, ეს არის ის, რომ სიმართლე ვუთხრათ ჩვენს ევროპელ პარტნიორებს. მათ შორის არიან სოციალისტები, კონსერვატორები, ყველას ვეუბნებით ჩვენ და, ბუნებრივია, მათ იციან და რეზოლუციას მხარს არ უჭერენ, მათ შორის ევროსაბჭოში იმ სამარცხვინო რეზოლუციას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ “იმედის” ეთერში განაცხადა.
“EPP-ის წევრები არიან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, რომლებსაც წლებია, აფინანსებენ. მე მაქვს გონივრული ეჭვი, რომ ამ ჯგუფებს, ეს ათი თუ თერთმეტი კაცი ვინც არის, გარკვეული სხვა მერკანტილური ინტერესებიც აქვთ და შემიძლია ამაზე თამამად ვთქვა. სხვანაირად როგორ შეიძლება, შენ, ევროპარლამენტარმა, რომელსაც ამდენი შესაძლებლობა გაქვს ინფორმაცია მოიძიო, მოიპოვო, გადახედო საქართველოს ისტორიას, და ამის შემდეგ ხელს აწერ იმას, რომ სააკაშვილი და კეზერაშვილი პოლიტიკური პატიმრები და პოლიტიკური დევნილები არიან. ყველაფერს ხომ აქვს საზღვარი.
ჩვენი პარტნიორები, სამწუხაროდ, უმცირესობაში არიან, უმრავლესობაში არიან EPP-ის წევრები, სახალხო პარტია, რომელიც პარტნიორი არის “ნაციონალური მოძრაობის“, წლებია, თანამშრომლობენ და აფინანსებს მათ „ნაციონალური მოძრაობა“ და ბუნებრივია ის, რომ საქართველოს მიმართულება აღებული აქვთ ამ თორმეტ ევროპარლამენტარს, რომლებიც არიან „ნაციონალური მოძრაობის“ ფასიანი ლობისტები.
კიდევ ერთხელ ვამბობ, სადაც მივდივართ, ყველგან არგუმენტირებულად ვეუბნებით, შავით-თეთრზე, რა არის სიმართლე. ბევრმა იცის, სასამართლოს ნაწილში „რუსთავი 2“-ის თემაზე ხომ გახსოვთ სტრასბურგის სასამართლომ რა გადაწყვეტილება მიიღო, რომ თითოეულ ინსტანციაზე, ყველა ეტაპზე, სამართლიანი სასამართლოს უფლება იყო დაცული. მამალაძის „ქეისზე“, ე.წ. ციანიდის თემაზე, აქაც რა დაადგინა ევროპულმა სასამართლომ, რომ ყველა ინსტანციაზე სამართლიანი სასამართლოს უფლება იყო დაცული. არც ბრალის წაყენებაში, არც განჩინებაში მათ პრეტენზია არ აქვთ. ორად ორი დარღვევა დაადგინეს, ის რომ ღია რატომ არ იყო, დახურული რატომ იყო ეს სხდომაო, და ბუნებრივი, ისეთი თემა იხილებოდა, უფრო უპრიანი იყო, დახურული ყოფილიყო. მეორე თემა და რეკომენდაცია ის იყო, რომ რომელიღაც ჩინოვნიკმა თქვა, ეს კაცი დამნაშავე არის და უდანაშაულობის პრეზუმფცია დაარღვიაო. ეს ორი დაადგინა, მეტი არაფერი. ეს ჩემთვის რას ნიშნავს, იცით? მიუხედავად იმ გამოწვევებისა, იმ ტირანიის დროს, რაც სააკაშვილის რეჟიმმა დამართა სასამართლოს და პროკურატურას, მიუხედავად ამისა მაინც ამ რეფორმების შედეგად მივიღეთ ის შედეგი, რომ ყველა ამ ინსტანციაზე სამართლიანი სასამართლოს უფლებით უსარგებლია ზემოთ ჩამოთვლილ თემებს. ამიტომ სწორ გზაზეა სასამართლო ხელისუფლება და სასამართლო სისტემა და განვითარების სწორ გზაზე მიდის და შედეგიც ეს არის, რაც ევროსასამართლომ დაადგინა. ეს ნიშნავს, რომ საქართველო მთლიანობაში ევროპული სახელმწიფოა, ყველაფერს აკეთებს რომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს და თუ რაღაც ისე არ წავიდა, ეს იქნება პირდაპირ „ნაციონალური მოძრაობის“ დამსახურება და მათი ლობისტების დამსახურება“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.