spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გიორგი ბოტკოველი – აქ არავის გადაყენებაზე საუბარი არ არის, მიიღოს ხელახლა არჩევნებში მონაწილეობა და მიიღოს ის პოზიცია, რომელზეც არის

არგუმენტი არაა, რომ ერთი თვის თავზე უნდა ჩატარებულიყო არჩევნები, იქნებ ერთი თვის წინ უნდა ჩატარებულიყო, – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა გიორგი  ბოტკოველმა განაცხადა. 

 

მისი თქმით, ეთანხმება ირაკლი ნადირაძისა და სხვა თანაპარტიელების მოწოდებას მოკლე ხანში პარტიაში არჩევნების გატარების შესახებ და ამ საკითხზე პარტიაში არაერთხელ უსაუბრიათ. 

 

“კი,  ვეთანხმები ირაკლი ნადირაძის გაკეთებულ განცხადებას და ამაზე მისაუბრია ნიკასთანაც და ვსაუბრობთ “ნაციონალური მოძრაობის“ ყველა ფორმატში. 

 

დღეს “ნაციონალურ მოძრაობას“ ჭირდება ახალი ლეგიტიმაცია,  მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებას ჭირდება მისი მხარდამჭერებისაგან ძლიერი ლიგიტიმაციამიცემული ორგანო პარტიაში, რომელიც უნდა მართავდეს ამ პარტიას. ამ გამოწვევას ვიღებ მეც, როგორც პარტიის რეგიონული ლიდერი“, – განაცხადა ბოტკოველმა. 

 

მისი თქმით, ეს არის ჩვეულებრივი დემოკრატიული პროცესი და არ არის  პარტიაში დაპირისპირებისკენ მიმართული. 

 

“აქ არავის გადაყენებაზე საუბარი არ არის, მიიღოს ხელახლა არჩევნებში მონაწილეობა და მიიღოს ის პოზიცია, რომელზეც არის. “ნაციონალური მოძრაობის” ამომრჩეველში შეიძლება იყვნენ ადამიანები, ვისაც არ მოსწონს ნიკა მელია და შეიძლება იყვნენ, ვისაც არ მოსწონს გიორგი ბოტკოველი. აქ საუბარია უფრო მეტ დემოკრატიასა და ადამიანების მეტ ჩართულობაზე. არგუმენტი არაა, რომ ერთი თვის თავზე უნდა ჩატარებულიყო არჩევნები, იქნებ ერთი თვის წინ უნდა ჩატარებულიყო“, – განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები