spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

დავით კირკიტაძე – ვიღაც შეიძლება კმაყოფილია ნიკა მელიას თავმჯდომარეობის, ვიღაც უკმაყოფილოა, გადაწყვიტონ მხარდამჭერებმა

ვიღაც შეიძლება კმაყოფილია ნიკა მელიას თავმჯდომარეობის, ვიღაც უკმაყოფილოა, გადაწყვიტოს ეს ხალხმა, მხარდამჭერებმა, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა დავით კირკიტაძემ განაცხადა. 

 

მისი თქმით, ნიკა მელია ამის წინააღმდეგი არასდროს ყოფილა.   

 

“ქვეყანა თუ გვინდა წავიდეს წინ, უნდა ჩატარდეს ვადამდელი არჩევნები და ასევე პარტიაშიც უნდა ჩატარდეს არჩევნები. გავიდა 2 წელი, რომელიც საკმარისია შეფასებისთვის.  ვიღაც შეიძლება კმაყოფილია ნიკა მელიას თავმჯდომარეობის, ვიღაც უკმაყოფილოა, გადაწყვიტოს ეს ხალხმა, მხარდამჭერებმა. 

 

სხვათაშორის, ამის წინააღმდეგი ნიკა მელია არ იყო და არა მგონია, რომ დღესაც იყოს. ამის წინააღმდეგი იყვნენ ის ადამიანები, ვინც დღეს გამოდიან და მიუთითებენ, რომ ახლა დრო არ არის, თითქოს დღეს გაიგეს, რა უბედურებაც გვჭირს ქვეყანას და დღეს გაიგეს, რა დღეშია მიხეილ სააკაშვილი. არ მინდა ამ ახალგაზრდებს, “ნაციონალური მოძრაობის” მომავალს ვუწოდო “პარტიზანები“,  – განაცხადა დავით კირკიტაძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები