spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

მედვედევი – რუსეთი მოთმინებას იჩენს, რადგან ბირთვული პასუხი უკიდურესად რთული გადაწყვეტილებაა, თუმცა ნებისმიერ მოთმინებას აქვს დასასრული

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი აცხადებს, რომ თუ „მოთმინება ამოიწურება“, რუსეთი ბირთვულ იარაღს გამოიყენებს.

“რას ფიქრობენ დასავლელი უფროსები და მათი ომში გართული პოლიტიკური ისტებლიშმენტი ჩვენი ქვეყნის რეაქციაზე „ტერიტორიის სიღრმეში“ შესაძლო სარაკეტო დარტყმებზე? აი, რას: რუსები ბევრს საუბრობენ მასობრივი განადგურების იარაღით პასუხის შესახებ, მაგრამ არაფერს აკეთებენ. ეს მხოლოდ „სიტყვიერი ინტერვენციებია“. რუსები ზღვარს არ გადაკვეთენ. ისინი უბრალოდ გვაშინებენ. ბირთვული კონფლიქტი მათთვის არაფრის მომცემია, მათ შეიძლება უფრო მეტი დაკარგონ, მათ შორის, გლობალური სამხრეთის მხარდაჭერა. და საერთოდ, ვის სჭირდება აპოკალიფსი? და ა.შ.

სწორედ ამიტომ ჯერჯერობით არ მიღებულა გადაწყვეტილება ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ (არასტრატეგიული ან, მით უმეტეს, სტრატეგიული). რუსეთი მოთმინებას იჩენს, რადგან, ცხადია, ბირთვული პასუხი უკიდურესად რთული გადაწყვეტილებაა შეუქცევადი შედეგებით. თუმცა გაბღენძილ ანგლო-საქს კაცუნებს არ სურთ ერთი რამის აღიარება: ნებისმიერ მოთმინებას აქვს დასასრული“, – წერს მედვედევი სოციალურ ქსელში.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები