spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გენერალი მილი – აშშ ხერსონიდან რუსეთის გასვლის პირველ ნიშნებს ხედავს

ამერიკის შეერთებული შტატები ხერსონიდან რუსული ჯარების უკან დახევის პირველ ნიშნებს აფიქსირებს, თუმცა გაყვანის პროცესს შეიძლება რამდენიმე დღე დასჭირდეს, – ამის შესახებ აშშ-ის გაერთიანებული შტაბის უფროსმა, გენერალმა მარკ მილიმ განაცხადა.

 

მისი თქმით, ჯარების გაყვანა, რომელიც დაახლოებით 20-30 ათას ადამიანს შეადგენს, შესაძლოა, რამდენიმე დღე ან თუნდაც კვირა გაგრძელდეს.

 

მილი თვლის, რომ რუსეთი ძალებს დნეპრის მახლობლად თავდაცვით ხაზებზე გადაიყვანს.

 

“ვფიქრობ, რომ ისინი ამას აკეთებენ იმისთვის, რათა შეინარჩუნონ თავიანთი ძალები მდინარის სამხრეთით თავდაცვითი ხაზების აღსადგენად, მაგრამ ეს ჯერ კიდევ გასარკვევია. ახლა, ადრეული ინდიკატორები აჩვენებს, რომ ისინი აკეთებენ იმას, რასაც ამბობენ, და ჩვენ ვხედავთ ამ ადრეულ ინდიკატორებს “, – განაცხადა ამერიკელმა გენერალმა.

 

რუსეთის ფედერაციის სარდლობამ გუშინ გამოაცხადა, რომ ჯარს ხერსონიდან დნეპრის მარცხენა სანაპიროზე გაიყვანს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები