მე დარწმუნებული ვარ, იქნება ბევრი კანდიდატი, – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, არ გამორიცხავს პარტიაში გამართული კონსულტაციების შემდეგ თავმჯდომარის პოსტზე კენჭი იყაროს.
“ეს სურვილი ჩემიდან არ გამომდინარეობს და ცხადია, გუშინ გავაკეთე განცხადება, რომ ეს მე არ მაინტერესებს, თუმცა არ ნიშნავს იმას, რომ გუნდის გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, კონსულტაციებიდან გამომდინარე, ჩვენ გადაწყვეტილება არ მივიღოთ. რაც დაჭირდება პარტიას, რაც დაჭირდება საქმეს, იმ გადაწყვეტილებას მივიღებთ. ის, რომ ჩვენ ამ დროისთვის არ ვაფიქსირებთ, რომ ჩვენ გვაინტერესებს პარტიის თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობა, არ ნიშნავს იმას, როცა გარკვეული იქნება თარიღი, გარკვეული იქნება ფორმა, ამის შემდეგ არ გავმართავთ ერთმანეთთან კონსულტაციებს, მე დარწმუნებული ვარ, იქნება ბევრი კანდიდატი“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.