უკრაინასა და რუსეთს შორის სამხედრო ტყვეების მორიგი გაცვლა მოხდა, ჩვენმა ქვეყანამ კიდევ 45 ჩვენი დამცველის დაბრუნება შეძლო, – ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ანდრეი ერმაკმა განაცხადა.
“მორიგი გაცვლა მოხდა – უკრაინის შეიარაღებული ძალების 45 სამხედრო გაათავისუფლეს. მათ შორის არიან ჯარისკაცები და სერჟანტები, რომლებიც ბრძოლებში იცავდნენ ჩვენს სახელმწიფოს”, – წერს ერმაკი.
უკრაინამ ასევე ორი დაღუპული დამცველის ცხედარი დაიბრუნა.
29 ოქტომბერს უკრაინამ სამშობლოში 52 ჯარისკაცი დააბრუნა, 3 ნოემბერს კი უკრაინასა და რუსეთს შორის პატიმართა ფართომასშტაბიანი გაცვლის ფარგლებში სახლში 107 უკრაინელი დაბრუნდა, მათ შორის აზოვსტალის 74 მცველი.