spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

უკრაინის თავდაცვის სამინისტრო – უკრაინა ხერსონს თითქმის სრულად აკონტროლებს

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მრჩევლის იური საკის განცხადებით, უკრაინის შეიარაღებული ძალები ხერსონს თითქმის მთლიანად აკონტროლებენ.

 

ამასთან, უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა მალიარი უკრაინელებს მიმართავს, დაელოდონ ხელისუფლების ოფიციალურ განცხადებებს.

 

“გახსოვდეთ, რომ ფრონტზე განვითარებული მოვლენების ოფიციალური დადატურება უმაღლეს მთავარსარდალს (პრეზიდენტს), თავდაცვის სამინისტროს და გენერალურ შტაბს შეუძლიათ. გთხოვთ, დაელოდოთ ოფიციალურ ინფორმაციას და ოფიციალურ დადასტურებას”, – წერს მინისტრის მოადგილე.

 

მალიარმა ასევე სთხოვა ჟურნალისტებს, დაელოდონ მეთაურების ნებართვას ხერსონის მიმართულებით გათავისუფლებულ ტერიტორიებზე სამუშაოდ.

 

“გთხოვთ არ გაასწროთ სამხედროებს – ეს სიცოცხლისათვის საშიშია!”, – წერს ის.

 

ხერსონის რეგიონალური საბჭოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ იური სობოლევსკიმ ასევე დაწერა, რომ უკრაინის დროშა ხერსონში დღეს დაბრუნდა.

 

“ხერსონი გაუტეხელია! დღეს თავისუფალმა ადამიანებმა ისევ შეძლეს თავისუფლების მოედანზე უკრაინის დროშებით გასვლა, როგორც ეს ხდებოდა იქამდე, ვიდრე მტერმა ქალაქი აიღო. ამ ხალხმა გაიარა ოკუპაციისა და ტერორის შიში, მაგრამ უკრაინა გულში შეინახა!”, – წერს სობოლევსკი.

 

ხერსონი რუსი აგრესორების მიერ 2 მარტიდან იყო ოკუპირებული.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები