ნოემბრის ტესტების მეორე მატჩი საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა თბილისში, “დინამო არენაზე“ სამოას ნაკრების წინააღმდეგ გამართა.
დაძაბულ შეხვედრაში ქართველმა მორაგბეები მინიმალური ანგარიშით 19:20 წააგეს.
მომდევნო შეხვედრას საქართველოს ნაკრები კარდიფში 19 ნოემბერს უელსის წინააღმდეგ ჩაატარებს. შეხვედრა თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.