spot_img
spot_imgspot_img
spot_img

ირაკლი ოქრუაშვილი – ეს ყველაფერი ნიშნავს რუსეთის სრულ კაპიტულაციას და პუტინის რეჟიმის დასასრულს, მაგრამ მთავარი კითხვა სულ სხვაა – ჩვენ რაა, ჩვენ?

ომი დასასრულისკენ მიდის და 6 თვეში ან ისე დასრულდება ან ასე. “ასე” დასრულების პირობები უკვე დაიდო მოლაპარაკების მაგიდაზე და რუსები დიდი ალბათობით დათანხმდებიან, რადგან სხვა გამოსავალი არ აქვთ, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი წერს. 

 

“პირობები ასეთია:

 

1. რუსები სრულად გადიან უკრაინის ტერიტორიიდან (მათ შორის დონეცკიდან და ლუგანსკიდან);

 

2. ყირიმი ხდება დემილიტარიზებული ზონა 7 წლის განმავლობაში, სადაც დაშვებული იქნება მხოლოდ წვრილკალიბრიანი ცეცხლსასროლი იარაღი;

 

3. რუსეთს ყირიმიდან გაყავს შავი ზღვის ფლოტი;

 

4. რუსეთის სამხედრო ბაზა გადის დნესტრისპირეთიდან და ეს ტერიტორია გადადის მოლდოვის კონტროლქვეშ;

 

5. უკრაინა ვალდებულებას იღებს 7 წლის განმავლობაში არ გახდეს ნატოს წევრი;

 

6. რუსეთის პოლიტიკური და სამხედრო ელიტის მიმართ არ დაიწყება საერთაშორისო სამართლებრივი დევნა, ეს ყველაფერი ნიშნავს რუსეთის სრულ კაპიტულაციას და პუტინის რეჟიმის დასასრულს, მაგრამ მთავარი კითხვა სულ სხვაა – ჩვენ რაა, ჩვენ? რაც დავიმსახურეთ – შუა თითი”, – წერს ოქრუაშვილი.

 

<iframe src=”https://www.facebook.com/plugins/post.php?href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2Fpermalink.php%3Fstory_fbid%3Dpfbid0hpcc7AZAAaDXdnzvpVoZ18y7Lp7WSPcUA2M3gy9FZKTV1Y4hxXK7DhCu8YSUHx1Dl%26id%3D100013256162543&show_text=true&width=500″ width=”500″ height=”316″ style=”border:none;overflow:hidden” scrolling=”no” frameborder=”0″ allowfullscreen=”true” allow=”autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share”></iframe>

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები