spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გიორგი მუმლაძე – მხარს თუ არ დამიჭერს “ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერთა დიდი შემადგენლობა, ეს იმის ნიშანი იქნება, რომ პარტია ეთანხმება მიხეილ სააკაშვილის ციხეში ყოფნას

მხარს თუ არ დამიჭერს “ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერთა დიდი შემადგენლობა და რაღაც მაქინაციებით შეეცდებიან  არსებული ხელმძღვანელობის შენარჩუნებას, ეს იმის ნიშანი იქნება,  რომ პარტია ეთანხმება მიხეილ სააკაშვილის ციხეში ყოფნას და ქვეყნის დასავლურ მომავალზე უარის თქმას, – ამის შესახებ Front News-ს სამოქალაქო მოძრაობის „საქართველოსთვის“ წევრმა გიორგი მუმლაძემ განუცხადა. 

 

მისი თქმით, იმის გამო,  რომ ის „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი არაა, არ უნდა ეთქვას პარტიის თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობაზე უარი. 

 

“მე მაქვს უფლება ამ პარტიის არჩევნებში  მონაწილეობის,  რადგან “ნაციონალური მოძრაობა“ არ არის მხოლოდ პარტიის „საბუთიანი“ წევრების საკუთრება, არამედ ყველა იმ მხარდამჭერის საკუთრება, რომელმაც აქამდე მოიტანა ეს პარტია. ეს პარტია მიხეილ სააკაშვილმა შექმნა იდეების ირგვლივ, სახალხოა ეს პარტია.შესაბამისად, ყველას აქვს უფლება მონაწილეობა მიიღოს  მის  არჩევნებში, შესთავაზოს იდეები, გეგმები. თუ მე  მხარს არ დამიჭერს “ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერთა დიდი შემადგენლობა და  შიგნით მიღებული გადაწყვეტილებებითა და რაღაც მაქინაციებით, შიდა რესურსებით შეეცდებიან არსებული ხელმძღვანელობის შენარჩუნებას,  ეს იქნება იმის ნიშანი,  რომ პარტია ეთანხმება მიხეილ სააკაშვილის ციხეში ყოფნას და ქვეყნის დასავლურ მომავალზე უარის თქმას, რომ დარჩეს ბიძინა ივანიშვილი და გააგრძელოს იმის კეთება, რასაც აკეთებს. 

 

რუს ოლიგარქს და მის რეჟიმს აქვს არჩეული ერთი გზა,  რომ საქართველოს მოპარონ  დასავლური მომავალი. ამ დროს ყველაზე დიდი პარტია “ნაციონალური მოძრაობის” სახით, რომელსაც ჰყავს 600 ათასი ამომრჩეველი, აქვს დიდი რესურსი, საბიუჯეტო დაფინანსება და მისი დამფუძნებელი უკვდება ციხეში, არის პასიური.  ამ ადამიანის თავისუფლება არ არის მხოლოდ ერთი კაცის თავისუფლება, ის აღიარებულია პუტინის პირად ტყვედ, ევროპარლამენტის რეზოლუციის საფუძველზე  მოთხოვნილია მისი თავისუფლება“, – აცხადებს მუმლაძე. 

 

მუმლაძე  პარტიის ამჟამინდელ თავმჯდომარეს უპირისპირდება და პარტიის უმოქმედობაში მას ადანაშაულებს. 

 

“ეს არის გამომდინარე ნიკა მელიას უმოქმედობით, არადემოკრატიული პროცესებით შიგნით, იმით რომ ამბობს ერთს და აკეთებს მეორეს, ან საერთოს არ აკეთებს იმას, რასაც ამბობს, ამან მხარდამჭერებში ნიჰილიზმი დათესა“ , – განაცხადა მუმლაძემ. 

 

სამოქალაქო აქტივისტი მისი არჩევის შემთხვევაში, პარტიის გააქტიურებისა და რეგიონული ორგანიზაციების გამოცოცხლების პირობას დებს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები