spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ირაკლი ჩიქოვანი – მახინჯია ლოგიკა, როდესაც ბიძინა ივანიშვილს, საქართველოს თანამედროვე ყველაზე დიდ ფილანტროპს, მოჭარბებული გავლენების მქონე პირად, ოლიგარქად წარმოაჩენ

“ქართულმა ოცნებამ“ ივნისში გაცემული რეკომენდაციების შემდეგ წამოიწყო პროცესი, რომელიც იყო აბსოლუტურად ღია და ინკლუზიური და ყველასთვის იყო შესაძლებელი მიეღო მონაწილეობა და ზუსტად მაშინ გამოჩნდა ოპოზიციის რეალური სახე – იმის ნაცვლად, რომ მოენდომებინათ და ერთად ემუშავათ ამ რეკომენდაციების შესრულებაზე, მათ დაგვიანონსეს რევოლუცია. ამბობდნენ, რომ დეკემბერში  „ქართულ ოცნებას“ გაუშვებდნენ სახლში რევოლუციის გზით“, -განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა ირაკლი ჩიქოვანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პოლიტიკური განცხადებების ფორმატში გამოსვლისას.

 

მისი თქმით, ოპოზიცია დესტრუქციულად მოქმედებს ახლაც.

 

“ეს არის სამწუხარო რეალობა, რომელიც ხელს უშლის ჩვენს ქვეყანას, მოხდეს დეპოლარიზაცია და ერთად ვიმუშაოთ 12-პუნქტიანი გეგმის შესასრულებლად. უკვე 5 რეკომენდაცია უკვე სრულად არის შესრულებული, დანარჩენ რეკომენდაციებზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს და თუ რაიმეა დროში გაწელილი , მხოლოდ იმის გამო, რომ ველოდებით იმ რეკომენდაციებსა და მოსაზრებებს, რომელიც უნდა მივიღოთ საერთაშორისო ინსტიტუტებიდან“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა. მისი თქმით, ოპოზიცია ხელისუფლების წინააღმდეგ იარაღად იყენებს იმ განცხადებებს, რომელსაც ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსი აკეთებს.

 

“დიახ, ცუდია, როცა ქვეყნის მესამე პრეზიდენტი არის გისოსებს მიღმა, მაგრამ ცუდია, როდესაც ქვეყნის პრეზიდენტი არის რეციდივისტი, რომელიც  დაკავებულია თვითკონტრაბანდით და ცუდია, როცა ოპოზიცია საუბრობს ევროპელ პოლიტიკოსებზე, არ იხსენებს ევროპული ინსტიტუტების , ისეთის, როგორიცაა  ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით, სადაც პირდაპირაა საუბარი, რომ სახელმწიფო მანქანა დაუპირისპირდა ამ ოჯახს და სასამართლო განცვიფრებულია იმით, თუ როგორ ორკესტრირებულად მოქმედებდა ყველა, მათ შორის ქვეყნის პრეზიდენტი. არის 2 გამამტყუნებელი განაჩენი, მესამე და მეოთხე წაყენებული ბრალდებაც და არცერთი  რეალური გადაწყვეტილება ევროპული ინსტიტუტებიდან, რომ ამ ადამიანს ვინმე უსამართლოდ მოეპყრო. პირიქით, ეს არის ობიექტური რეალობა, რომ სამართლის წინაშე ყველა არის თანასწორი, მათ შორის, პრეზიდენტი იქნება თუ ნებისმიერი სხვა. მახინჯია ლოგიკა, როდესაც ბიძინა ივანიშვილს- საქართველოს თანამედროვე ყველაზე დიდ ფილანტროპს წარმოაჩენ მოჭარბებული გავლენების მქონე პირად – ოლიგარქად, როგორც ეს ზოგიერთი ევროპელი პარლამენტარიდან მოდის და  ნიკა გვარამია და დავით კეზერაშვილი მიგაჩნია მედია მენეჯერად“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები