თბილისში, წერეთლის გამზირზე, ავტობუსში მამაკაცი დაჭრეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თავდამსხმელი 40 წლამდე მამაკაცია, რომელიც უკვე დააკავეს.
არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 70 წლამდე მამაკაცი, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი.
სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.