spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ანჯეი დუდა – დიდი ალბათობით, ეს რუსული რაკეტაა, მაგრამ ეს ჯერ კიდევ გამოძიების საგანია

პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა აცხადებს, რომ ჯერჯერობით არ აქვთ კონკრეტული მტკიცებულება, ვინ ისროლა რაკეტა, რომელიც პოლონეთის ტერიტორიაზე ჩავარდა.

 

“ამჟამად, არ გვაქვს რაიმე სახის დამაჯერებელი მტკიცებულება, თუ ვინ ისროლა რაკეტა. დიდი ალბათობით, ეს რუსული რაკეტაა, მაგრამ ეს ჯერ კიდევ გამოძიების საგანია“, – განაცხადა ანჯეი დუდამ.

 

მანამდე, პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმად, ქვეყნის ტერიტორიაზე ჩავარდნილი რაკეტა რუსეთშია დამზადებული, თუმცა განცხადებაში დაკონკრეტებული არ არის, საიდან იყო ნასროლი რაკეტა. უწყებაში რუსეთის ელჩი დაიბარეს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები