spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ლევან ხაბეიშვილი – გადაწყვეტილება მივიღე, რომ “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერებს შევთავაზო საკუთარი კანდიდატურა

რამდენიმედღიანი კონსულტაციის შედეგად, ჩემს მეგობრებთან, თანამებრძოლებთან ერთად გადაწყვეტილება მივიღე, რომ მონაწილეობა მივიღო არჩევნებში და “ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებს შევთავაზო საკუთარი კანდიდატურა, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ხაბეიშვილმა  ბრიფინგზე განაცხადა.

 

“ჩემმა მეგობრებმა, თანამებრძოლებმა გაახმოვანეს და მოითხოვეს “ნაციონალურ მოძრაობაში“ შიდა დემოკრატიული არჩევნები, სადაც ამომრჩევლების მიერ არჩეული უნდა იყოს ახალი თავმჯდომარე. მნიშვნელოვანია, რომ ამ იდეას მხარი დაუჭირეს “ნაციონალური მოძრაობის ლიდერებმა, “ნაციონალური მოძრაობის“ რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელების დიდმა ნაწილმა და საკრებულოს წევრებმა. არჩევნების მზაობა გამოთქვა პარტიის ხელმძღვანელმაც, რაც მისასალმებელი და მნიშვნელოვანია.

 

რამდენიმედღიანი კონსულტაციის შედეგად, ჩემს მეგობრებთან, თანამებრძოლებთან ერთად გადაწყვეტილება მივიღე, რომ მონაწილეობა მივიღო არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობის“ მხადრამჭერებს შევთავაზო საკუთარი კანდიდატურა. ამ გამოწვევას ვიღებ არა ვინმეს საწინააღმდეგოდ, არამედ

 

“ნაციონალური მოძრაობის“ გასაძლიერებლად. ვიღებ გამოწვევას, რომ დაბრუნდეს ძლიერი, აქტიური „ნაციონალური მოძრაობა“ და შესაბამისად, დაბრუნდეს რეალური უკომპრომისო მებრძოლი ოპოზიცია ქართულ პოლიტიკაში.

 

ჩემი მიზანია, „ნაციონალური მოძრაობა“ დავუბრუნო იმ ხალხს, ვისაც ეს ეკუთვნის. მის ამომრჩეველს, მის მხარდამჭერებს და ყველას, ვისთვისაც “ნაციონალური მოძრაობა“ რუსი ოლიგარქის ბიძინა ივანიშვილის დამარცხების მთავარი პლატფორმა და შესაძლებლობაა“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

 

ამ დროისთვის ცნობილია, რომ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ ნიკა მელია, გიორგი ჩალაძე და გიორგი მუმლაძე.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები