spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ლევან ბეჟაშვილი – ასეთმა განცხადებებმა შესაძლოა, მთლიანად დასავლეთის პოლიტიკა შეცვალოს საქართველოსთან მიმართებით

ასეთმა განცხადებებმა,  შესაძლოა, მთლიანად დასავლეთის პოლიტიკა შეცვალოს საქართველოსთან მიმართებით, – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის”  დეპუტატმა ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა აშშ-ს სენატში საქართველოში დემოკრატიის უკუსვლის შესახებ  გაკეთებული განცხადების კომენტირებისას. 

 

მისი თქმით, პოლიტიკოსები უფრო სერიოზულად უნდა მიუდგნენ საკითხს.  

 

“პოლიტიკოსებს გვმართებს,  უკვე სერიოზულად მივუდგეთ საკითხს, ვინაიდან ასეთმა განცხადებებმა შესაძლოა, მთლიანად დასავლეთის პოლიტიკა შეცვალოს საქართველოსთან მიმართებით, რაც საქართველოსთვის დამღუპველი იქნება. ამიტომ გვმართებს ჩვენ განსაკუთრებული მობილიზება, რომ პრორუსული „ქართული ოცნება“ ჩამოვაშოროთ ხელისუფლებას და ვუზრუნველყოთ საქართველოს ევროპული პერსპექტივა“, – განაცხადა ბეჟაშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები