spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ალეკო ელისაშვილი – “სლავა რასიიო“ ერთმა მომაძახა, მოხვდა მერე ყურის ძირში, კარგად დაიჩეჩქვა

დეპუტატი ვარ, თმენის ვალდებულება მაქვს, მაგრამ არის საკითხები, სადაც არანაირი ვალდებულებები და კანონის საკითხები არ მესმის, კარგად დაიჩეჩქვა ის რუსი, –  ამის შესახებ დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა პარლამენტის სხდომაზე განაცხადა, რასად ინტერპელაციის წესით პრემიერ-მინისტრის მოსმენა მიმდინარეობს. 

 

ელისაშვილი რუსი მიგრანტების ნაკადის შემოშვების გამო პასუხისმგებლობას პრემიერს აკისრებს და საქართველოს მოქალაქეებისადმი მათ შეურაცხმყოფელ ქმედებებზე საუბრობს, დეპუტატის თქმით, მას ფიზიკური დაპირისპირება ჰქონდა რუსი ეროვნების პირთან.

 

“მე კატეგორიული წინააღმდეგი ვიყავი, რომ საზღვარი გახსნილიყო და რუსები შემოსულიყვნენ იმ რაოდენობით, რა რაოდენობითაც შემოვიდნენ, განსაკუთრებით, შემოსულიყვნენ ყველაზე უღირსი ხალხი, დეზერტირები. გადაწყვეტილება თქვენია და პასუხისმგებლობაც თქვენზეა. 

 

ალბათ, იცით, რაც ხდება თბილისში, მარჯანიშვილის ქუჩაზე ერთი რუსი იდგა და დედას აგინებდა ქართველებს, მეორე ტელეფონით უღებდა, დააკავეს და შემდეგ გაუშვეს. კიდევ ერთი რუსი კაფეში ფეხით შედგა ქართველ გოგოს, მხოლოდ იმიტომ რომ ის გოგო არ ეცეკვა, დაკავებულია, მისი ბედი არ ვიცი.

 

გუშინდელი ამბავი – სიგარეტი თხოვა ახალგაზრდებს რუსების წყვილმა, მათ უთხრეს, რომ რუსულად ნუ გველაპარაკებით, სხვა ენაზე გვთხოვეთო, დადგნენ და ვიდეო ჩაწერეს,  ასევე დედას აგინებდნენ პატარა ბავშვებს, ქართველ გოგოებზე ისეთ საზიზღრობებს ლაპარაკობდნენ,  რომ გაცოფებული ვარ, ვერ დავიძინე, წუხელ ისეთ დღეში ვიყავი. 

 

თქვენ ხართ პრემიერ-მინისტრი, მოკიდეთ ამ გათახსირებულებს ხელი და დააბრუნეთ უკან თავის რუსეთში. სანამ მართლა თავი არ გაუჩეჩქვეს და არ დაკლეს შუაგულ ქუჩაში. 

 

ლევანი მაფრთხილებს არ ილაპარაკო და არ თქვაო, მაგრამ არ ვაგებ ჩემს თავზე პასუხს სადმე რომ გადავეყარო. არ დავმალავ, ამას წინ უცხოელი სტუმრები მყავდა ქუჩაში მოვდიოდი, დავიძახე „სლავა უკრაინე“-თქო და და „სლავა რასიეო“, ერთმა მომაძახა, მოხვდა მერე ყურის ძირში. დეპუტატი ვარ, თმენის ვალდებულება მაქვს, მაგრამ არის საკითხები, სადაც არანაირი ვალდებულებები და კანონის საკითხები არ მესმის, კარგად დაიჩეჩქვა ის რუსი. 

 

სანამ ასეთი ანგარიშსწორებები ქუჩაში წავა, მოკიდეთ ხელი და ესენი მაინც გაყარეთ, რატომ ვაბედინებთ, ვართ თუ არა ჩვენ სახელმწიფო, ეს მაინტერესებს“, – განაცხადა ელისაშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები