spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გორში ბიზნესმენი და სამოქალაქო აქტივისტი იოსებ ბაბაევი დააკავეს

14 სექტემბერს პოლიციამ გორში ბიზნესმენი და სამოქალაქო აქტივისტი იოსებ ბაბაევი დააკავა. მას პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან.

ბაბაევი გორში, ბიძინა ივანიშვილის დახვედრის მიზნით დაწესებულ შეზღუდვებს და ადგილობრივი ხელისუფლების ქმედებებს აპროტესტებდა.

ის ამ დროისთვის გორის წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება.

ბაბაევის საქმეზე გორის რაიონულ სასამართლოს დღეს უნდა ემსჯელა, თუმცა ბიზნესმენი სასამართლოში არ გადაიყვანეს, რის გამოც, მას, სავარაუდოდ, 2 დღის წინასწარი დაკავების იზოლატორში გატარება მოუწევს.

გორის რაიონული სასამართლო სოსო ბაბაევის წინააღმდეგ, კიდევ ერთ, სისხლის სამართლის საქმეს განიხილავს. პოლიციამ ის მიმდინარე წლის 4 ივნისსაც დააკავა და ბრალდებად იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა, ტარება წაუყენა. სოსო ბაბაევი თავს ხელისუფლების მხრიდან დევნის ობიექტად მიიჩნევს და აცხადებს, რომ პოლიციელებმა მას იარაღი ჩაუდეს. პოლიციის მიერ 4 ივნისის ღამით დაკავებული ბაბაევი 6 ივნისს სწორედ მოსამართლე დარბაიძის განჩინების საფუძველზე გაათავისუფლეს. მოსამართლემ მტკიცებულებები არასაკმარისად მიიჩნია. პროკურატურამ დარბაიძის გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. 14 ივნისს თბილისის სააპელაციო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა სოსო ბაბაევის საქმეზე. სასამართლომ ბაბაევის ავტომანქანის ჩხრეკა კანონიერად ცნო, პირადი ჩხრეკა კი – უკანონოდ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები