spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

შალვა ხაჭაპურიძე – კობახიძის გუშინდელი განცხადების შემდეგ ყველა წინას წავშლით, არც ერთი აღარ გვჭირდება

კობახიძის გუშინდელი განცხადების შემდეგ ყველა წინას წავშლით, არც ერთი აღარ გვჭირდება, – ამის შესახებ  მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა. 

 

მისი თქმით, “ქართული ოცნების” თავმჯდომარის მიერ საქართველოს მესამე პრეზიდენტის შესახებ გაკეთებული ეს ერთი განცხადებაც საკმარისია იმის დასამტკიცებლად, რომ სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარია.   

 

“კობახიძის გუშინდელი განცხადების შემდეგ ყველა წინას წავშლით, არც ერთი არ გვჭირდება, ანუ იქ იყო პრემიერის, დეპუტატების, ამისი, იმისი, პოლიტიკური თანამდებობის პირების განცხადებები.

 

გუშინდელის მერე ყველას წავშლით, აზრი არ აქვს, რადგან ისინი არაფერია  იმასთან შედარებით, რაც ჩვენ გუშინ კობახიძისგან  მოვისმინეთ“, – განაცხადა ხაჭაპურიძემ. 

 

მისი განმარტებით, პოლიტიკოსის ეს განცხადება კიდევ ერთი დადასტურებაა იმის, რომ ქვეყანაში სასამართლო სისტემა პოლიტიზირებულია. 

 

“ვუსამძიმრებ უნივერსიტეტს, ადვოკატებს, იურისტებს, რადგან გუშინდელის შემდეგ ჩვენთვის ცნობილი გახდა, სასამართლო სისტემა ჩვენთან გარდაცვლილია და აღარ არსებობს“. – განაცხადა ხაჭაპურიძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები