spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გიული ალასანია – ვერცხლისწყალი და სხვა ნივთიერებებია აღმოჩენილი მის ორგანიზმში, ჩამოთვლილია დაავადებები, რას იწვევს ეს, მათ შორის დემენციას

მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმში  აღმოჩენილია ვერცხლისწყალი,  ადამიანი იზოლირებულია და თვითონ ვერ გადაყლაპავდა ამას, – ამის შესახებ  ექსპრეზიდენტის დედამ  გიული ალასანიამ განაცხადა. 

 

ალასანია შეცდომას გამორიცხავს, რადგან ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზა უცხოელმა ექსპერტებმა ჩაატარეს.  

 

“ვერცხლისწყალი და სხვა ნივთიერებები არის აღმოჩენილი მის ორგანიზმში. ჩამოთვლილია დაავადებები, თუ რას იწვევს ეს, მათ შორის დემენციას, რომელიც მძიმე დაავადებაა.

 

უცნობია, როგორ მოხვდა ეს ნივთიერება ორგანიზმში,  მხოლოდ ხელოვნურად თუ მოხვდებოდა, რადგან ადამიანი იზოლირებულია და თვითონ ვერ გადაყლაპავდა ამას. 

 

რა თქმა უნდა,  ინტოქსიკაციაა, ესეც იძლევა საფუძველს ადამიანის გასათავისუფლებლად“, – განაცხადა ალასანიამ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები