რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში 20 ნოემბერს, საწყობის ტერიტორიაზე გაჩენილი ძლიერი ხანძრის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა – ცხედრები ნანგრევებში იპოვეს.
ხანძარი ქალაქის ცენტრში, კომსომოლსკაიას მოედანზე, ერთ-ერთ საწყობში გაჩნდა. ხანძარმა დაახლოებით 2500 კვადრატული მეტრი ფართობი მოიცვა.
ხანძრის შედეგად პირველ და მეორე სართულებს შორის ჭერი ჩამოინგრა.
ცეცხლის ქრობის პროცესში 121 ადამიანი და 42 ერთული მონაწილეობდა.