ხალიფას საერთაშორისო სტადიონზე ირანის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ინგლისს უპირისპირდება. სტადიონზე თამაშის დაწყებამდე ტრადიციულად გაჟღერდა მატჩში მონაწილე ნაკრებების ეროვნული ჰიმნები, თუმცა ბევრისგან მოულოდნელად ირანის ჰიმნის დროს ირანელი ფეხბურთელები დუმდნენ.
მოთამაშეებმა ერთობლივად მიიღეს გადაწყვეტილება არ ემღერათ საკუთარი ქვეყნის ჰიმნი და ამით გაეპროტესტებინათ ირანში მომხდარი მოვლენები. მათ მხარი დაუჭირეს ირანელ მომიტინგეებს ანტი-სამთავრობო გამოსვლებში და დაგმეს მორალის პოლიციის მიერ ჰიჯაბის ტარების წესების დარღვევისთვის დაპატიმრებული ახალგაზრდა ქალის მაჰსა ამინის სიკვდილი.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ირანში ყველა სპორტსმენი გაფრთხილებულია, რომ ქვეყნის ეროვნული ჰიმნის შესრულებისას მდუმარედ არ იყვნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ ნაკრებიდან მოკვეთავენ.