“ქოცური” ნარატივია, როცა სახელმწიფოს მუდმივად წარსულში აცხოვრებ, წარსულზე მუდმივი დავით, აწმყოსაც ვკარგავთ და მომავალსაც, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.
“სამივე ბანაკიდან შეიძლება კონკრეტული გვარების ამოკითხვა, რაც არასწორი იქნება, რადგან ნებისმიერი გვარი და ყოფილი თანამდებობის პირი, ეს იქნება მერაბიშვილი, კეზერაშვილი, ახალაია თუ ადეიშვილი, ამ გვარებზე აპელირება და კნინობით ფორმაში მოხსენიება არამართებულია. ეს ადამიანები იყვნენ “ნაციონალური მოძრაობის“ ისტორია, მეტწილად კარგი ისტორია, ბევრი წარმატების და ბევრი შეცდომების ისტორიაც, რომლისგანაც ჩვენ ვერ გავთავისუფლდებით. პარტიის წევრების მხრიდან ამაზე საუბარი უფრო “ქოცურ“ ნარატივს ჰგავს. ამიტომ, მნიშვნელოვანია, ახალი ლეგიტიმაციის პროცესში ახალი ხედვა ვეძებოთ და პარტიის წევრებს საშუალება მიეცეთ, მომავლისკენ გავიხედოთ.
“ქოცური“ ნარატივია, როცა სახელმწიფოს მუდმივად წარსულში აცხოვრებ, წარსულზე მუდმივი დავით, აწმყოსაც ვკარგავთ და მომავალსაც“, – განაცხადა ბეჟაშვილმა.