spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა

ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 

 

რეზოლუციას მხარი დაუჭირა 494-მა დეპუტატმა, 58 წინააღმდეგი იყო, 44-მა კი თავი შეიკავა.

 

ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკავშირს და მის წევრ ქვეყნებს, შექმნან შესაბამისი სამართლებრივი ბაზა და განიხილონ რუსეთის დამატება ტერორიზმის სპონსორი ქვეყნების სიაში.

 

ასევე, ევროპარლამენტარები მოუწოდებენ ევროკავშირის საბჭოს, „რუსული გასამხედროებული ორგანიზაცია „ვაგნერის ჯგუფი“, 141-ე სპეციალური მოტორიზებული პოლკი, რომელიც ასევე ცნობილია, როგორც „კადიროველები“ და რუსეთის მიერ დაფინანსებული სხვა შეიარაღებული ჯგუფები, მილიცია და მარიონეტები ევროკავშირის ტერორისტების სიაში შეიყვანოს“.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები