უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.
ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 633 800 (+1170) ჯარისკაცი დაკარგა.
ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 25.02.22-დან 15.09.24-მდე: ტანკები – 8680 (+6), ჯავშანტექნიკა – 17 063 (+20), საარტილერიო სისტემები – 18 109 (+23), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 1186 (+0).
საჰაერო თავდაცვის სისტემები – 947 (+1), თვითმფრინავები – 369 (+0), ვერტმფრენები – 328 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 15 234 (+85), ფრთოსანი რაკეტები – 2592 (+1).
მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 28 (+0). წყალქვეშა ნავები – 1 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 24 684 (+53), სპეციალური ტექნიკა – 3084 (+0).