spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ირაკლი ჩიქოვანმა კადეტებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა

გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმმა სკოლის დაარსების 14 წლის იუბილე და სასწავლო წლის დაწყება აღნიშნა.

კადეტებს სწავლის დაწყება საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა მიულოცეს.

სიტყვით მიმართვისას, ირაკლი ჩიქოვანმა კადეტთა სამხედრო ლიცეუმის მნიშვნელოვან როლზე გაამახვილა ყურადღება და კადეტებს წარმატებები უსურვა.  მისი განცხადებით, საქართველოს მთავრობისა და სამინისტროს ხელშეწყობით, კადეტთა სამხედრო ლიცეუმი მუდმივი განვითარების რეჟიმშია და ბრწყინვალე შესაძლებლობას აძლევს ახალგაზრდებს, მიიღონ საუკეთესო  განათლება. მან მადლობა გადაუხადა სასწავლებლის ხელმძღვანელობასა და პედაგოგებს ლიცეუმის განვითარებაში შეტანილი წვლილისა და სასწავლო პროცესის მაღალ დონეზე წარმართვისთვის.

ღონისძიების ფარგლებში, ლიცეუმის სამხედრო მოსამსახურეებსა და მასწავლებლებს საშტატო იარაღი, უწყებრივი მედლები და ფასიანი საჩუქრები გადაეცათ.

დაჯილდოების ცერემონიალის შემდეგ, კადეტთა სამხედრო ლიცეუმის ტერიტორიაზე ოფიციალურად გაიხსნა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ბიბლიოთეკა. ბიბლიოთეკაში მკითხველები შეძლებენ ელექტრონული და ბეჭდური წიგნებით სარგებლობას. ასევე, შექმნილია სამკითხველო სივრცე, როგორც ინდივიდუალური, ასევე ჯგუფური სამუშაოებისათვის.

ღონისძიებას თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლები დაესწრნენ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები