spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ლონდა თოლორაიამ არასამთავრობო ორგანიზაცია “კანონის უზენაესობის ცენტრი” დააფუძნა

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ყოფილმა ხელმძღვანელმა ლონდა თოლორაიამ არასამთავრობო ორგანიზაცია ,,კანონის უზენაესობის ცენტრი” დააფუძნა.

 

როგორც თოლორაია სოციალურ ქსელში წერს, ორგანიზაციის მთავარი ფოკუსი სისხლის სამართლის მართლმსაჯულება და მისი განხორციელების პროცესთან დაკავშირებული საკითხები იქნება. 

 

“გაცნობებთ, რომ დავაფუძნე არასამთავრობო ორგანიზაცია “კანონის უზენაესობის ცენტრი”. ნაწილმა თქვენგანმა ეს ამბავი უკვე იცით, თუმცა ყველამ არა. 

 

საჯარო სამსახურში 15-წლიანი მუშაობის შემდეგ, სამოქალაქო სექტორი ჩემთვის სრულიად ახალი სფეროა, თავისი ბევრი ახალი გამოწვევით. 

 

ცხადია, ორგანიზაციის მიზნები და ამოცანები თანხვედრაშია ჩემი და იმ ადამიანების გამოცდილებასთან,  რომლებიც ჩემთან ერთად ამ საქმის კეთებას შეუდგნენ. 

 

არავის გაგიკვირდებათ, თუ გეტყვით, რომ ორგანიზაციის მთავარი ფოკუსი იქნება სისხლის სამართლის მართლმსაჯულება და მისი განხორციელების პროცესთან დაკავშირებული საკითხები, მათ შორის, სისხლის სამართლის მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში პროცესის მონაწილეთა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობისა და პერსონალური მონაცემების დაცვა. 

 

ვფიქრობ, ამ სფეროს მხოლოდ გააძლიერებს სამოქალაქო სექტორში ისეთი ადამიანების არსებობა, რომლებსაც აქვთ მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილება ამ მიმართულებით. 

 

დარწმუნებული ვარ, ორგანიზაცია თავის წვლილს შეიტანს ადამიანის უფლებების დაცვის პროცესში და სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემის განვითარებაში”,- წერს თოლორაია.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები