spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

შალვა ხაჭაპურიძე – გაირკვა, რომ კიდევ ახალი ნივთიერება, დარიშხანი ამოუვიდა კვლევის შედეგად

აშშ-დან დღეს მიხეილ სააკაშვილის საბოლოო ტოქსიკოლოგიურ დასკვნას ელოდებიან. 

 

ადვოკატ შალვა ხაჭაპურიძის თქმით, ნიმუშებში დარიშხანია აღმოჩენილი.

 

“ფრჩხილის ანალიზები ჯერ არ ჩამოსულა, დღეს ჩამოვა, მაგრამ სატელეფონო საუბრით, გაირკვა, რომ კიდევ ახალი ნივთიერება, დარიშხანი ამოუვიდა კვლევის შედეგად”, – განაცხადა ხაჭაპურიძემ.

 

რაც შეეხება დღევანდელ სასამართლო პროცესზე მიხეილ სააკაშვილის დასწრებას, ადვოკატი აცხადებს, რომ მესამე პრეზიდენტს სასამართლოში სავარაუდოდ, სპეციალური ეტლით მიიყვანენ.

 

“იმისთვის, რომ ჩვენ არ გავხდეთ მიზეზი პროცესების ჩაშლის და გადადების, გადაწყვიტა, რომ დღეს გამოცხადდეს სასამართლო პროცესზე, თუმცა ეს მოხდება ალბათ, გადასაადგილებელი სავარძლით, იმიტომ, რომ მისი გადაადგილება ასეთ მანძილზე სხვანაირად შეუძლებელია”, – განაცხადა ხაჭაპურიძემ.

 

ამ დროისთვის მიხეილ სააკაშვილთან კლინიკა “ვივამედში” სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია იმყოფება. სასამართლო პროცესი კი 15:00 საათზე დაიწყება.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები