spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

შალვა ხაჭაპურიძე – დღეს მიხეილ სააკაშვილის მიმართ ევროკონვენციის მე-6 მუხლი დაირღვა

დღეს მიხეილ სააკაშვილის მიმართ ევროკონვენციის მე-6 მუხლი დაირღვა,  – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა. 

 

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა თუ მისი სასამართლოში გადაყვანის შესაძლებლობას არ იძლეოდა, შეეძლოთ, ის დისტანციურად ჩაერთოთ პროცესზე.

 

“ფაქტობრივად, დღეს მიხეილ სააკაშვილის მიმართ ევროკონვენციის მე-6 მუხლი დაირღვა, სამართლიანი სასამართლოს უფლება წაერთვა მას.

 

მიუხედავად იმისა, რომ “ვივამედმა” გასცა ეს ცნობა, სასჯელაღსრულების დეპარტამენტი ვალდებული იყო, რადგან პატიმარს ამის სურვილი გააჩნდა, უნდა მოეყვანათ ის სასამართლო პროცესზე. თუ ასეთი პრობლემა იყო, დისტანციურად ჩაერთოთ“, – განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ. 

 

დღეს, 28 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილს, მისი სურვილის საწინააღმდეგოდ, კლინიკა „ვივამედის“ ცნობის საფუძველზე, ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობიდან გამომდინარე, თბილისის საქალაქო სასამართლოში არ გადაიყვანეს, რის გამოც სასამართლო პროცესი გადაიდო.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები