spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ზელენსკი – უკრაინის გამარჯვების გეგმა მოიცავს ოთხ ძირითად და კიდევ ერთ პუნქტს, რომელიც ომის შემდეგ იქნება საჭირო

უკვე ამ თვეში აშშ-ის პრეზიდენტს ჯო ბაიდენს წარვუდგენთ უკრაინის გამარჯვების გეგმას. მასში შედის ოთხი ძირითადი პუნქტი და კიდევ ერთი, რომელიც ომის შემდეგ იქნება საჭირო, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, მეორე სამშვიდობო სამიტამდე ბაიდენთან ისაუბრებს იმაზე, თუ როგორ გააძლიეროს უკრაინის პოზიციები, წინააღმდეგ შემთხვევაში, რუსეთის დიქტატორი ვლადიმერ პუტინი მასში მონაწილეობას არ მიიღებს.

“დიახ, მე მას ვესაუბრები იმაზე, თუ როგორ უნდა გავძლიერდეთ სამშვიდობო სამიტამდე, რომ ვიყოთ ძლიერ პოზიციაზე, რადგან დიპლომატიური გადაწყვეტილებები ან გადაწყვეტილებები კარგია, როცა ძლიერი ხარ. წინააღმდეგ შემთხვევაში, პუტინი არც კი მიიღებს მონაწილეობას, არ იქნება დაინტერესებული ომის შეჩერებით“, – განაცხადა ზელენსკიმ.

როგორც უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, მას აქვს გამარჯვების გეგმა, უკრაინისთვის კი გამარჯვება ნიშნავს “იყოს ძალიან ძლიერი“ და “მზად იყოს ძლიერი დიპლომატიისთვის“.

ზელენსკიმ განმარტა, რომ გეგმა შედგება ოთხი ძირითადი პუნქტისგან და „პლუს“ ერთისგან, რომელიც ომის შემდეგ უკრაინას დასჭირდება. კერძოდ, საუბარია უსაფრთხოებაზე, ასევე სამხედრო და ეკონომიკურ მხარდაჭერაზე.

“გეგმის პუნქტებს მე გავუზიარებ ბაიდენს. საუბარია უსაფრთხოებაზე. საუბარია უკრაინის გეოპოლიტიკურ ადგილზე. საუბარია ჩვენთვის ხელმისაწვდომ ძალიან ძლიერ სამხედრო მხარდაჭერაზე და იმაზე, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ თავისუფალი, როგორ გამოვიყენოთ ესა თუ ის ნივთი. საუბარია ეკონომიკური მხარდაჭერის შესახებ გადაწყვეტილებებზე, რაც, ვფიქრობ, საინტერესო იქნება“, – განაცხადა ზელენსკიმ.

რამდენიმე დღის წინ უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ გამარჯვების გეგმის ყველა პუნქტი დამოკიდებული იქნება ბაიდენის გადაწყვეტილებაზე. ამასთან, მისივე თქმით, არ იძლევა გარანტიას, რომ ეს შეაჩერებს პუტინს.

“ბევრი პუნქტი არ არის. და თითოეული პუნქტი დამოკიდებული იქნება ბაიდენის გადაწყვეტილებაზე. ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს დაგვეხმარება. ვერ მოგცემთ 100-პროცენტიან გარანტიას, რომ ეს შეაჩერებს პუტინს, მაგრამ ეს გააძლიერებს უკრაინას. ეს აიძულებს პუტინს იფიქროს როგორ დაასრულოს ომი”, – განაცხადა ზელენსკიმ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები