მიმაჩნია, რომ ყველა ადამიანს აქვს თავისი გადაწყვეტილების უფლება, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის დედამ გიული ალასანიამ ლევან ხაბეიშვილის მიერ დაანონსებული აქციის შესახებ განაცხადა.
მისი თქმით, პარტიის საკითხებში არ ერევა.
“არ ვერევი, მიმაჩნია, რომ ყველა ადამიანს აქვს თავისი გადაწყვეტილების უფლება”, – განაცხადა ალასანიამ.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე და იმედი გამოთქვა, რომ სასამართლო გაითვალისწინებს ამ გარემოებას და მას საზღვარგარეთ მკურნალობის საშუალება მიეცემა.
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეობის კანდიდატმა ლევან ხაბეიშვილმა მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ უცხოეთში გადაყვანის მოთხოვნით აქცია დაანონსა. განსხვავებული პოზიცია აქვთ ექსპრეზიდენტის ადვოკატებს, რომლებიც საქმის დეპოლიტიზირებას ითხოვენ, ამ პოზიციას იზიარებენ “ნაციონალური მოძრაობის” ნაწილშიც.