spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ირაკლი ფავლენიშვილი – ეს არის ჩვეულებრივი რუსული პროპაგანდისტული მესიჯი, მოღალატეობრივი, ამორალურიც და პოლიტიკურად და პრაგმატულადაც გაუმართლებელი

თბილისის მერია დღესასწაულსაც კი  რუსული პროპაგანდის  გავრცელებისთვის იყენებს, – ამის შესახებ Front News-ს  “ანტიკორუფციული მოძრაობის“ წარმომადგენელმა ირაკლი ფავლენიშვილმა განუცხადა, რომელიც საახალწლო სლოგანს – “თბილისი-მშვიდობის ქალაქი” ეხმიანება.

 

მისი თქმით,  პროპაგანდისტული მესიჯი, რომ კოლაბორაციონიზმი მშვიდობით ჯილდოვდება, ამორალურია უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე.

 

“თბილისის მერია, ისევე როგორც საქართველოს ხელისუფლება, დღესასწაულსაც კი რუსული პროპაგანდის  გავრცელებისთვის  იყენებს.  რუსული მესიჯია ის, რომ იმ ქალაქებსა და ქვეყნებში,  რომელიც რუსეთს ემორჩილება, კოლაბორაციონიზმი მშვიდობით ჯილდოვდება.  ეს მშვიდობა სინამდვილეში არის მორჩილება და მონობა, რაც ნიშნავს, რომ საქართველოს სახელმწიფოს აქვს უარი ნათქვამი თავისი ეროვნული ინტერესების გატარებაზე, დასავლურ კურსზე და ამის სანაცვლოდ გვაჩეჩებს „მშვიდობას“.  

 

თბილისელები ტოვებენ ქალაქს,  ქვეყანას, ხდება ჩვენი ეროვნული ინტერესების საზიანო მოვლენები, რომლებიც მშვიდობად არის გასაღებული. 

 

ამიტომაც,  ეს არის ჩვეულებრივი რუსული პროპაგანდისტული მესიჯი, რომ ჩვენ  უკრაინისგან განსხვავებით, მშვიდობა გვაქვს, რაც არის მოღალატეობრივი, ამორალურიც და პოლიტიკურად და პრაგმატულადაც გაუმართლებელი. თბილისისა და სხვა ქვეყნების დედაქალაქების  მშვიდობისთვის კიევსა  და უკრაინის სხვა ქალაქებში იბრძვიან ახლა“,  – განაცხადა ფავლენიშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები