spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

“ქართული ოცნებიდან” აჭარის უმაღლესი საბჭოს დელეგატი ხელვაჩაურში მინდია დიასამიძე, ხელვაჩაურის მოსახლეობასთან შეხვედრებს მართავს

“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ხელვაჩაურის დელეგატი, აჭარის უმაღლეს საბჭოში მინდია დიასამიძე,  ხელვაჩაურის სოფლების: განახლებისა და ქვედა სამების მოსახლეობას შეხვდა.

პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, მოსახლეობასთან შეხვედრაზე ისაუბრეს, მშვიდობაზე, სტაბილურობასა და საქართველოს ღირსეულ ევროპულ მომავალზე, იმ ფასეულობებზე, რომლებიც საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესია.

დელეგატის თქმით, ამომრჩეველთან  ერთად განიხილეს მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები, რომლებიც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ადგილობრივი საზოგადოების კეთილდღეობაში.

“მოსახლეობის მხარდაჭერა და მათი აქტიური ჩართულობა კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ ჩვენი გუნდის ერთიანობა და მიზნისკენ სვლა შედეგს გამოიღებს. ერთად, ჩვენ შევძლებთ ღირსეულად ვიაროთ მშვიდობისა და ევროპული განვითარების გზაზე, რაც არა მხოლოდ რეგიონისთვის, არამედ ქვეყნისთვის საერთო წარმატების საფუძველი გახდება“, – განაცხადა მინდია დიასამიძემ.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ, ხელვაჩაურის საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარე – ზაზა დიასამიძე და საკრებულოს უმრავლესობის წევრები.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები