მადრიდში უკრაინის საელჩოსთან აფეთქება მოხდა, დაშავდა საელჩოს ერთი თანამშრომელი.
პოლიციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ასაფეთქებელი ნივთიერება საელჩოში გაგზავნილ ერთ-ერთ კონვერტში იყო ჩადებული.
დაშავებული თანამშრომელი მსუბუქი დაზიანებებით კლინიკაშია გადაყვანილი, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
პოლიციამ ანტიტერორისტული პროტოკოლი გაააქტიურა.
დაწყებულია გამოძიება.