spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გიორგი ბოტკოველი – ილია ჭავჭავაძის, ქაქუცა ჩოლოყაშვილის, გიორგი ანწუხელიძის სამშობლოში ღალატი ვერასდროს გაიმარჯვებს

ივანიშვილის მიერ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა მას შემდეგ, რაც საქართველოს სახელმწიფომ სტრასბურგისა და ჰააგის სასამართლოებში გაიმარჯვა, პირდაპირი განაცხადია ქვეყნის ღალატისა, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობა – ერთიანობის” წევრმა გიორგი ბოტკოველმა განაცხადა.

მისივე თქმით, რუსეთმა არც დააყოვნა და  იმ საღამოსვე მოიწონა ივანიშვილის განცხადება.

“ივანიშვილის მიერ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა მას შემდეგ, რაც საქართველოს სახელმწიფომ სტრასბურგისა და ჰააგის სასამართლოებში გაიმარჯვა, პირდაპირი განაცხადია ქვეყნის ღალატისა. რუსეთმა არც დააყოვნა, იმ საღამოსვე ივანიშვილის განცხადება მოიწონეს.

ილია ჭავჭავაძის, ქაქუცა ჩოლოყაშვილის, გიორგი ანწუხელიძის სამშობლოში ღალატი ვერასდროს გაიმარჯვებს. არც გიორგი ანწუხელიძეს, არცერთ გმირს არავისთან ბოდიში მოსახდელი არ აქვს. სწორედ ამიტომ, 26 ოქტომბერს ჩვენ არჩევანი გასაკეთებელი ქვეყნის სიყვარულსა და ერთგულებას, ან ივანიშვილის გამოცხადებულ ღალატს შორის გვაქვს”, – განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.

14 სექტემბერს ბიძინა ივანიშვილმა გორში შეკრებილ მხარდამჭერებთან სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ “26 ოქტომბრის არჩევნების დასრულებისთანავე, როდესაც ომის გამჩაღებლები გასამართლდებიან”.

“ჩვენ აუცილებლად გამოვძებნით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ იმის გამო, რომ დავალების შესაბამისად, მოღალატე “ნაციონალურმა მოძრაობამ” 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები”, – აღნიშნა ივანიშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები