spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ლევან ბეჟაშვილი – მნიშვნელოვანია, ყველა მხარემ მოვითხოვოთ არჩევნების დროულად ჩატარება

ლევან ხაბეიშვილის საარჩევნო შტაბის წარმომადგენლები “ნაციონალური მოძრაობის“ ხელმძღვანელობას მოუწოდებენ, დაუყოვნებლივ დადგინდეს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევის თარიღი. 

 

“პროცესის გადადება, დაყოვნება პარტიის ინტერესების საწინააღმდეგო გადაწყვეტილება იქნება, ამიტომ მნიშვნელოვანია, ყველა მხარემ მოვითხოვოთ არჩევნების დროულად ჩატარება. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, განისაზღვროს არჩევნების კონკრეტული თარიღი, ჩატარდეს საორგანიზაციო სამუშაოები. 

 

ამისთვის მივმართავთ ლევან ხაბეიშვილის საარჩევნო შტაბის წარმომადგენლები პარტიის თავმჯდომარეს, პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეს, რათა დაუყოვნებლივ მოწვეულ იქნას პოლიტსაბჭოს სხდომა, ჩაინიშნოს ეს სხდომა, განისაზღვროს და დადგინდეს წესი, დადგინდეს არჩევნების კონკრეტული თარიღი. ვფიქრობთ, პოლიტსაბჭოს სხდომა უნდა ჩატარდეს ორშაბათს, 5 დეკემბერს. ეს შესაძლებელია ყველა გათვლებით და ამ გადაწყვეტილებას სჭირდება პარტიის მოქმედი ხელმძღვანელობის კეთილი ნება. ვიმეორებ, პარტიის ინტერესებისთვის არ იქნება სასარგებლო ამ პროცესის გაჭიანურება. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, ეს გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ იქნას მიღებული. 

 

ჩვენ ველოდებით შემხვედრ ნაბიჯებს. მზად ვართ, პროცესში აქტიური მონაწილეობა მივიღოთ, ვინაიდან არჩევნებმა, ახალმა თავმჯდომარემ უნდა გააერთიანოს პარტია, უნდა განაწყოს მთლიანად პარტიის შემადგენლობა და აქტივი ახალი ბრძოლებისთვის, ახალი გამოწვევებისთვის. ერთობით ყველა გავიმარჯვებთ“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები