spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

პოდოლიაკი – თქვენ არაფერი შეგიძლიათ, დაივიწყეთ ბახმუტი და მოემზადეთ იალტისთვის

კრემლი თავისი “შესაძლებლობების” დასამტკიცებლად ბახმუტთან ათასობით თავის სამხედროს ასაფლავებს, ფაქტობრივად, ვერაფერს აკეთებს, ამიტომ რუსებმა “იალტისთვის მზადება უნდა დაიწყონ“, – ამის შესახებ “ტვიტერზე” უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი წერს.

 

“ბახმუტი, ქალაქთან, რომელსაც არანაირი სტრატეგიული მნიშვნელობა არ აქვს ომის მიმდინარეობისთვის, კრემლი მარხავს ათასობით მობილიზებულს, პატიმარს, დაქირავებულს და სამხედროს. 

 

ყველაფერი ხდება საკუთარი თავისთვის დასამტკიცებლად, რომ რაღაცის გაკეთება მაინც შეუძლიათ! არა, არაფერი შეგიძლიათ.  დაივიწყეთ ბახმუტი და დაიწყეთ მზადება იალტისთვის – იალტის ტრიბუნალისთვის”, – წერს პოდოლიაკი.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები