მიხეილ სააკაშვილის დედის გიული ალასანიას განცხადებით, ახლა სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს იცოცხლებს თუ არა საქართველოს მესამე პრეზიდენტი.
“რაც ჭირდებოდა, რაც შესაძლებელი იყო, რომ აი, აქ, ოთახში გაკეთებულიყო, ყველაფერი გაკეთდა და შესაბამისი დასკვნაც დაიდო. არავითარი მნიშვნელობა არ აქვს ახლა ოჯახი რას ფიქრობს. ახლა ლაპარაკობს სასამართლო. ის რა გადაწყვეტილებას მიიღებს, იმის მიხედვით გადაწყდება, ჩემმა შვილმა უნდა იცოცხლოს თუ უნდა მოკვდეს.
არ ვიცი სასამართლო პროცესს როდის ჩანიშნავენ, არ ვიცი რას ელოდებიან, უკვე წელიწადი და მესამე თვე გავიდა, ეს საკითხი რით ვერ შეისწავლეს?! ხომ შესწავლილია ყოველი მხრიდან?! მე ვფიქრობ, რომ ეს სწრაფად უნდა მოხდეს“, – განაცხადა გიული ალასანიამ.