spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

უკრაინამ ოკუპანტების ტყვეობიდან კიდევ 60 ჯარისკაცი გაათავისუფლა

6 დეკემბერს უკრაინასა და რუსეთს შორის პატიმრების მორიგი გაცვლა მოხდა, შედეგად 60 უკრაინელი ჯარისკაცი სახლში დაბრუნდა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსი ანდრეი ერმაკის ავრცელებს.

 

“ტყვეთა მორიგი წარმატებული გაცვლა. სიმბოლურია, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების დღეს სახლებში ბრუნდება შეიარაღებული ძალების 60 ჯარისკაცი, ეროვნული გვარდიის, სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახური – 58 მამაკაცი და ორი ქალი, 15 ოფიცერი, 45 რიგითი და სერჟანტი. ეს საუკეთესო ამბავია დღესასწაულის დღეს, რადგან გმირები ცოცხლები უნდა იყვნენ. მათ შორის ამისთვისაც იბრძვიან ჩვენი შეიარაღებული ძალები – ბრძოლა სიცოცხლისთვის გრძელდება”, – წერს ერმაკი.

 

ერმაკის ინფორმაციით, უკრაინა მარიუპოლის მცველების დაბრუნებას აგრძელებს – დღეს დაბრუნებულთა შორის 14 “აზოვსტალის” მცველია.

 

“არიან დაჭრილები, რომლებიც უკრაინაში ყველა საჭირო დახმარებას მიიღებენ”, – აღნიშნა მან.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები