spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

პეტრე ცისკარიშვილი – “ქართული ოცნების” მხრიდან დებატებისთვის თავის არიდებას რამდენიმე სისტემური მიზეზი აქვს

“ქართული ოცნება“ დებატებს თავს არიდებს, რადგან 12-წლიანი მმართველობის პერიოდში ზიანის გარდა, ქვეყნისთვის არაფერი მოუტანია, – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით,  დებატები ორ დაპირისპირებულ პოლიტიკურ ძალას შორის არის ყველა დემოკრატიულად მართვად ქვეყანაში, სადაც თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ტარდება.

“ქართული ოცნების” მხრიდან დებატებისთვის თავის არიდებას რამდენიმე სისტემური მიზეზი აქვს. პირველ რიგში ის, რომ დემოკრატიულ ღირებულებებს არ იზიარებენ, ამომრჩეველს პატივს არ სცემენ. ყველა დემოკრატიულად მართვად ქვეყანაში, სადაც თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ტარდება, დებატები ორ დაპირისპირებულ პოლიტიკურ ძალას შორის არის.

როგორც კი კარები გაიხსნება და საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების ლიანდაგებს დაუბრუნდება, 14 მილიარდი წამოვა იმ ფონდებიდან, რომლებიც ინსტიტუციურ რეფორმებს ხმარდება, მაგრამ ერთი ამდენი და, შესაძლოა, უფრო მეტიც, კერძო ინვესტიციების სახით წამოვა, როგორც ევროპის ქვეყნებიდან, ასევე შორეული აზიის ქვეყნებიდანაც.

”ქართული ოცნება“ კი თავს არიდებს საჯაროდ ისაუბრონ იმაზე, თუ რას გეგმავენ და რას აპირებენ ხალხის საკეთილდღეოდ“, – განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები