spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ნონა მამულაშვილი – ჩემს ძმას არაფერი აკავშირებს რომელიმე პარტიასთან, რაც შეეხება ღარიბაშვილს, ის ამ ქვეყნის, მისი ხალხის და მისი ისტორიის სირცხვილია

ყოფილი პარლამენტარი ნონა მამულაშვილი მის ძმასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას ეხმაურება.

 

“მინდა გამოვეხმაური ზნედაცემული ე.წ. პრემიერ-მინისტრის განცხადებას. მას შემდეგ, რაც დაღუპულ ქართველ მებრძოლებს “საცოდავები” უწოდა და ოპოზიციასთან დააკავშირა, დღეს უკვე ჩემი ძმა, “ქართული ლეგიონის” მეთაური მამუკა მამულაშვილი, ჩემი გავლით, დააკავშირა “ნაციონალურ მოძრაობას”.

 

ყველა ნორმალური ადამიანისთვის, ყოველგვარი ახსნა-განმარტება ზედმეტია, თუმცა, მაინც მინდა ვთქვა, რომ “ქართული ლეგიონი” არის უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამმართველოს ქვეშ მოქმედი საბრძოლო ერთეული, რომელიც 2014 წლიდან იბრძვის რუსული აგრესიის წინააღმდეგ უკრაინაში. მანამდე, საქართველოს იცავდნენ ყველა რუსული შემოტევის დროს.

 

ხაზგასმით ვამბობ, ჩემს ძმას არაფერი აკავშირებს არც “ნაციონალურ მოძრაობასთან” და არც სხვა რომელიმე პარტიასთან, ის არის პატრიოტი, რომელიც ჩვენი ქვეყნის მტრის წინააღმდეგ 14 წლიდან იბრძვის.

 

რაც შეეხება ღარიბაშვილს, ის ამ ქვეყნის, მისი ხალხის და მისი ისტორიის სირცხვილია, რის კომპენსირებასაც სწორედ ჩემი ძმა და მისი მსგავსი ათასობით ღირსეული ქართველი ახერხებს უკრაინაში.

 

გამარჯვება უკრაინას! გამარჯვება საქართველოს!”, – წერს მამულაშვილი.

 

<iframe src=”https://www.facebook.com/plugins/post.php?href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2FN.Mamulashvilii%2Fposts%2Fpfbid02Tv14boHvVxyQmCZdCjPfjFutXCP5xUUf65GDFrDtR2NfC98niZU93HjMpNsdC2ZKl&show_text=true&width=500″ width=”500″ height=”310″ style=”border:none;overflow:hidden” scrolling=”no” frameborder=”0″ allowfullscreen=”true” allow=”autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share”></iframe>

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები