spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ახალდაბაში, ზანავსა და რველში სკვერის კეთილმოწყობა დასრულდა

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში,  დაბა ახალდაბაში, ზანავსა და რველში სკვერის კეთილმოწყობა დასრულდა.

 

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, დაბა ახალდაბის სკვერში  მოეწყო საფეხმავლო ბილიკები ბორდიურით და მოპირკეთდება ბაზალტის ქვით. 

 

აღნიშნული სამუშაოების შესასრულებლად  40 000 ლარია გამოყო. 

 

სოფელ ზანავში არსებულ სკვერში მოეწყო საბავშვო ატრაქციონები, დარჩენილი მონაკვეთი შემოიღობა. აღნიშნული სამუშაოების შესასრულებლად  24000 ლარი გამოიყო. 

 

ადგილობრივი მოსახლეობის გადაწყვეტილებით, სოფელ რველში ბეტონის გზა და საბავშვო ატრაქციონი მოეწყო. პროექტის განსახორციელებლად 20000 ლარი გამოიყო.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები