spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ელენე ხოშტარია – უკან დახევას, შეგუებას, დაქსაქსვას, ჩვენ არ ვაპირებთ

მიხეილ სააკაშვილი საკითხი არ არის და არ იქნება მხოლოდ “ნაციონალური მოძრაობის” საზრუნავი საკითხი, – ამის შესახებ “დროას” ლიდერმა ელენე ხოშტარიამ. 

 

მისი თქმით, ოპოზიციის შემდგომი მოქმედებები დამოკიდებულია ივანიშვილის გადაწყვეტილებაზე. 

 

“მიხეილ სააკაშვილი საკითხი არ არის და არ იქნება მხოლოდ “ნაციონალური მოძრაობის” საზრუნავი საკითხი. იქნება ერთობა, ამ ერთობაში  ჩვენ მივიღებთ მონაწილეობას და აუცილებლად გავაკეთებთ, გადავარჩინოთ და ქვეყნიდან  გავიდეს.  აქ არ არის ბევრი დრო და ვერ გაჭიანურდება ეს პროცესი.

 

ჩვენი ერთობლივი მოქმედებები საბოლოო ჯამში, დამოკიდებული იქნება იმ  სცენარზე, ივანიშვილი რასაც გადაწყვეტს. უკან დახევას, შეგუებას, დაქსაქსვას, ჩვენ არ ვაპირებთ. გადაწყვეტს რადიკალიზაციას ბიძინა ივანიშვილი? ჩვენ ვართ ერთად, ვართ შეკრულები, არ ვიქნებით დაქსაქსულები და აუცილებლად იქნება ადეკვატური მოქმედებები“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

 

“ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში „დროას“, „სტრატეგია აღმაშენებელის“ „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერები მივიდნენ და მიხეილ სააკაშვილის საკითხზე კონსულტაციები გამართეს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები