spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

სალომე ზურაბიშვილი – ახლა საჭიროა პოზიტიური მესამე ცენტრი, მივესალმები მამუკა ხაზარაძის და გიორგი გახარიას მხრიდან მზაობას

ახლა საჭიროა პოზიტიური მესამე ცენტრი, მივესალმები მამუკა ხაზარაძის და გიორგი გახარიას მხრიდან მზაობას. ხვალ, ორბელიანების სასახლეში ვეპატიჟები ორივე პოლიტიკურ ძალას, რათა მოლაპარაკებების ბოლო ეტაპი დაუყოვნებლივ გაიმართოს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, მომავალი არჩევნები რეფერენდუმის ტოლფასია.

“საქართველოს ისტორიის გადამწყვეტი არჩევნების დღე გვიახლოვდება, ჩვენმა მოქალაქეებმა უნდა მიიღონ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც განსაზღვრავს ჩვენი ქვეყნის მომავალს, განსაზღვრავს იმას, იქნება თუ არა ჩვენი მომავალი  ევროპა, თუ ვიქნებით რუსეთის გავლენის ქვეშ,  ამიტომ, 26 ოქტომბერი არის არა მხოლოდ ჩვეულებრივი არჩევნების დღეს, არამედ ეს არის მთავარი არჩევანის, რეფერენდუმის დღე. დღეს არჩევანი ერთია – ევროპა ან რუსეთი და ჩვენ ეს ქვეყანა არავისთვის არასდროს არ დაგვითმია და არც არავის დავუთმობთ. მე ჩემს წილ პასუხისმგებლობას ბოლომდე ავიღებ და შევასრულებ. ამისთვის შეიქმნა ქარტია და ევროპის დაბრუნების სამოქმედო გეგმა ერთად დავსახეთ.

ახლა საჭიროა, რომ ოპოზიციური ამომრჩევლისთვის არჩევანი კიდევ გავამარტივოთ. პოზიტიური მესამე ცენტრი, რომელსაც ელოდება გადაუწყვეტელი ამომრჩეველი და რომელსაც უნარი აქვს, გააჩინოს საზოგადოებაში სრული მობილიზაციისთვის საჭირო მუხტი. მე ამისი მჯერა და ამიტომ, მონაწილეობა მივიღე ყველასთან კონსულტაციებში. მე მზად ვარ, როგორც ნეიტრალური მხარე, რომ ამ პროცესს ხელი შევუწყო. გადაწყვეტილება კი ორი პროევროპული ძალის, ერთი მხრივ,  გაერთიანება “ძლიერი საქართველოს” და მეორე მხრივ, “გახარია საქართველოსთვის” მათ ხელშია. ვიმედოვნებ, რომ ქვეყნისთვის ესოდენ მნიშვნელოვან ეტაპზე შეძლებენ, გადადგან ის ნაბიჯი, რომელიც ამომრჩეველს მეტ სიცხადეს და ძალის განცდას მისცემს.

მივესალმები მამუკა ხაზარაძის დღევანდელ საჯაროდ გამოთქმულ მზადყოფნას და მზაობას, ვიცი, რომ არსებობს, გიორგი გახარიას მხრიდან. ხვალ, ორბელიანების სასახლეში ვეპატიჟები ორივე პოლიტიკურ ძალას, რათა მოლაპარაკებების ბოლო ეტაპი დაუყოვნებლივ გაიმართოს”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები