თურქეთის და რუსეთის პრეზიდენტებს რეჯეფ თაიპ ერდოღანსა და ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობები და უკრაინის საკითხი განიხილეს, – ინფორმაციას თურქული არხი TRT Haber ავრცელებს.
მისი ინფორმაციით, განსახილველ თემებს შორის იყო რეგიონალური საკითხები, კერძოდ, ენერგეტიკა, თურქეთ-რუსეთის ურთიერთობები, მარცვლეულის დერეფანი და ტერორიზმთან ბრძოლა
თურქული მედიის ინფორმაციით, თურქეთის პრეზიდენტმა გამოთქვა ინიციატივა, რომ „მარცვლეულის დერეფნის“ შეთანხმების ფარგლებში შესაძლებელია დაიწყოს მუშაობა ეტაპობრივად სხვადასხვა საკვები პროდუქტების და სხვა საქონლის ექსპორტზეც.
გარდა ამისა, ერდოღანმა პუტინთან საუბარში „გამოთქვა გულწრფელი სურვილები რუსეთსა და უკრაინას შორის ომის სწრაფად დასრულების შესახებ“.