spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

პუტინის შემდეგ ერდოღანმა სატელეფონო საუბარი ზელენსკისთან გამართა

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიპ ერდოღანს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.

 

ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ერდოღანს თურქეთში უკრაინელი ბავშვების შეფარებისთვის, ასევე უკრაინული ქალაქებისთვის ასობით გენერატორი გადაცემისთვის.

 

“მე აღვნიშნე თურქეთის მხარდაჭერა უკრაინული ინიციატივის Grain from Ukraine-ს მიმართ. ჩვენ ასევე განვიხილეთ შემდგომი სამუშაოები და მარცვლეულის დერეფნის შესაძლო გაფართოება”, – წერს უკრაინის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.

 

უკრაინის პრეზიდენტამდე ერდოღანს სატელეფონო საუბარი ვლადიმერ პუტინთან ჰქონდა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები