spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ლევან ბეჟაშვილი – როდესაც რუსულ ნარატივს აგზავნის მმართველი პარტიის ხელმძღვანელი, ბუნებრივია, ეს არის მოღალატეობრივი განცხადება

ჩვენ აფხაზ და ოს ძმებთან შესარიგებელი არაფერი არ გვაქვს. ჩვენ ვხედავთ, რომ ოსები და აფხაზები ბოლო პერიოდში, ხვდებიან რუსული იმპერიალისტური პოლიტიკის რეალურ მიზნებს, -“ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, თუ მოვლენები სწორად არ შევაფასეთ, თუ მტერს მტერი არ დავუძახეთ და მოყვარეს მოყვარე, ვერანაირი ომის შედეგად არსებული ვითარება ვერ გამოსწორდება.

“ჩვენ აფხაზ და ოს ძმებთან შესარიგებელი არაფერი არ გვაქვს და დროთა განმავლობაში, ჩვენ ვხედავთ, რომ ოსების და განსაკუთრებით აფხაზები ბოლო პერიოდში, ხვდებიან რუსული იმპერიალისტური პოლიტიკის რეალურ მიზნებს და ამოცანებს, მოძმე ერები დააპირისპიროს, გათიშოს და შემდგომ მართოს. ჩვენ, რეალურად, რუსეთთან გვაქვს საქმე, რუსეთთან მიმდინარეობს ომი, რუსეთია ამ ქვეყნის უპირველესი ნომერი მტერი. ამიტომ, როდესაც რუსულ ნარატივს აგზავნის მმართველი პარტიის ხელმძღვანელი, ბუნებრივია, ეს არის მოღალატეობრივი განცხადება, იმიტომ რომ რეალურად, თუ ჩვენ მოვლენები სწორად არ შევაფასეთ, თუ მტერს მტერი არ დავუძახეთ და მოყვარეს მოყვარე, ბუნებრივია, ვერანაირი ომის შედეგად არსებული ვითარება ვერ გამოსწორდება და ტერიტორიული მთლიანობაც ვერ აღდგება. ჩვენთვის, მნიშვნელოვანია, ჩვენი ევროპული მომავალი, ევროპული კეთილდღეობა, რასაც საზოგადოებას ვპირდებით”, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები