სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში დასრულდა.
ნიკოლ ფაშინიანი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გააცილა.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი კობახიძემ სომეხ კოლეგას, სამთავრობო დელეგაციასთან ერთად ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა.
ოფიციალური ვახშმის დასრულების შემდეგ ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრები სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში იმყოფებოდნენ.