გამოდით ოთხებიდან, თავმჯდომარე, რომელიც ამბობს, რომ არაფრის კურსში არ არის, სწორედ ეს არის პრობლემა, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატმა ლევან ხაბეიშვილმა ხაშურში პარტიის წევრებთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, მიხეილ საკაშვილის საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილების დროს „ნაციონალური მოძრაობა“ მზად უნდა იყოს.
“გაბრაზებული არიან ოპონენტები ჩემს პარტიაში მიუხედავად იმისა, რომ მხარი დავუჭირეთ ყველა მიმართულებით – თარიღზე, წესზე. დაველოდოთ სასამართლოს გადაწყვეტილებას. ამისთვის “ნაციონალური მოძრაობა“ უნდა იყოს მზად, ამიტომ ვიხვეწები, რომ გამოდით ოთახებიდან. ნიკა, ნატონო ნუგზარ, ჩამობრძანდით მათ შორის ხაშურში, წლებია, რომ არ ყოფილხარ“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
მისი თქმით, ნიკა მელიას პოლიტსაბჭოს სხდომაზე პეტრე ცისკარიშვილის გადაყენება სურდა, თუმცა ეს გეგმა ჩაუვარდა.
“ნიკას სურდა გენერალური მდივნის გადაყენება, ნახა, რომ არ ექნებოდა მხარდაჭერა, ცხადია, ეს საკითხი არც კი დამდგარა პოლიტსაბჭოზე. სხვადასხვა მდივნები არიან, რომლებიც უჭერენ მხარს ხაბეიშვილს ან ნიკა მელიას, მე ვერ ვხედავ ამაში პრობლემას, თანამდებობიდან ვინმეს გადაყენება არ გადაყენებაზე, მე არ მიმაჩნია ეს სერიოზულად. თავმჯდომარე თავადაა და თუ ვინმეს ბუღალტერიასთან დაკავშირებით კითხვები უნდა ჰქონდეს, ეს თავად თავმჯდომარეა. თავმჯდომარე, რომელიც ამბობს, რომ არაფრის კურსში არ არის, ასპინძაში ნამყოფი არ არის, ხაშურში ნამყოფი არ არის, ოზურგეთში სამ წელიწადში ერთხელ ჩავა, სწორედ ეს არის პრობლემა. სწორედ ამიტომ ვფიქრობთ, რომ ნიკა მელიამ გამოწვევებს, რაც ჰქონდა პარტიას, ვერ უპასუხა”, – განაცხადა ხაბეიშვილმა.