spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

სამხედრო მოსამსახურეები სკოლებში თავდაცვის ძალების შესახებ საინფორმაციო შეხვედრებს აგრძელებენ

საქართველოს თავდაცვისა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროების ერთობლივი პროექტი “ჩვენი ჯარი“ გრძელდება.

საქართველოს თავდაცვის ძალების შესახებ მოსწავლეების ცნობიერების ამაღლებისა და პატრიოტული სულისკვეთების გაღრმავების მიზნით, სამხედრო მოსამსახურეები მიმდინარე სასწავლო წელს საქართველოს მასშტაბით 700-მდე სკოლას ესტუმრნენ.

პროექტის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის ძალების, წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის წარმომადგენლები თეთრიწყაროს რაიონის სოფელ ხაიშის საჯარო სკოლაში მაღალი კლასების მოსწავლეებს შეხვდნენ. ჯარისკაცებმა მათ თავდაცვის ძალების ისტორიის, ამოცანის, შემადგენლობის, ღირებულებების, საქართველოს ეროვნული გმირების შესახებ მნიშვნელოვანი და საინტერესო ინფორმაცია მიაწოდეს და მოსწავლეების შეკითხვებს ამომწურავი პასუხები გასცეს.

შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში მიმდინარეობდა. მოზარდები და ახალგაზრდები განსაკუთრებით თავდაცვის ძალებში მოხვედრისა და სამსახურის ფორმებით, სამხედრო განათლების მიღების შესაძლებლობებითა და მასთან დაკავშირებული ბენეფიტებით, ეროვნული სამხედრო მრეწველობით, ნატოსა და საერთაშორისო პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობის საკითხებითა და ამ მიმართულებით არსებული სიახლეებით დაინტერესდნენ. მათი კითხვები შეეხებოდა, ასევე, ჯარისკაცის დღის წესრიგს, ქვედანაყოფებში არსებულ ინფრასტრუქტურასა და პირობებს, კარიერული წინსვლის შესაძლებლობებს, სამოქალაქო და სამხედრო ცხოვრების ურთიერთშეთავსებასა და ზოგადად, სამხედრო-სამოქალაქო თანამშრომლობას.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები